თბილისსა და პარიზს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება

საქართველოსა და საფრანგეთის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 8 აგვისტოდან განახლდება. აღნიშნულის თაობაზე უკვე დასრულდა ტექნიკური მოლაპარაკებები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსა და „ეარ ფრანსს“ (Air France) შორის.

„წამყვანი ფრანგული ავიაკომპანია ფრენებს კვირაში ორი სიხშირით, შემდეგი განრიგით განახორციელებს:

პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი)-თბილისი, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს;

თბილისი-პარიზი (შარლ დე გოლის აეროპორტი), ყოველ ხუთშაბათსა და კვირას“, – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

რეგულარული რეისები „ეარბას“ A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.

banner
წინა სტატიაშიმარნეულში კაცი ბოძზე მიაბეს და მშობლების მისვლამდე ამ მდგომარეობაში დატოვეს
შემდეგი სტატიაკელი დეგნანი – მექანიზმების ეფექტიანი ამოქმედებით აუცილებელია, მივაღწიოთ, რომ რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და აღებული ვალდებულებები