თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს

თბილისსა და იმერეთის რეგიონში ხვალიდან რესტორნები, ყველა გასართობი დაწესებულება 22:00 საათამდე იმუშავებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენი ძირითადი სტრატეგია გახლავთ სწრაფი წერტილოვანი შეზღუდვები, რომელსაც უნდა ჰქონდეს სწრაფი შედეგი. იმ ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, რომელიც დღეს არის ქვეყანაში, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნების და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდება. ეს მოგვცემს საშუალებას, ვირუსის გავრცელება შევანელოთ“, – განაცხადა გახარიამ.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 919 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

banner
წინა სტატიაში“ლელოს” ინიციატივა – ქვეითთა უსაფრთხოების მიზნით ტროტუარზე პარკირების ჯარიმა 10 ლარიდან გაიზარდოს 70 ლარამდე
შემდეგი სტატიააჭარაში 19 ოქტომბრიდან საზოგადოებრივი, მათ შორის საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა აღდგება