თბილისსა და ბათუმში აეროპორტები შესაძლოა, ახალ ლოკაციებზეც განვითარდეს

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია თბილისისა და ბათუმის აეროპორტების გაფართოებასთან დაკავშირებით კიდევ ერთ კომენტარს აკეთებს.

მისი განცხადებით, ამ კუთხით მსჯელობა რამდენიმე ვარიანტზე მიმდინარეობს, მათ შორის ალტერნატიული ლოკაციების შესახებ.

„იგეგმება აჭარაში აეროპორტების განვითარება. ბათუმში თუ სხვა ლოკაციაზე, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. არის რამდენიმე იდეა. ასევე, საუბარია თბილისზე და დედაქალაქის არეალზე. ეს იქნება კონკრეტულად თბილისის აეროპორტი თუ სხვა ლოკაცია, ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს“, – აღნიშნა ქობულიამ.

banner
წინა სტატიაშიხიდის მოაჯირიდან მდინარე რიონში მოზარდი გადავარდა
შემდეგი სტატია“ვფიქრობ, საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც შეუძლია დანერგოს სამოქალაქო ტრანსპორტის დიგიტალიზაცია” – ჰენრიკ ჰოლოლეი