თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში ყინვაა მოსალოდნელი

დღეს ღამით საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა

თბილისსა და აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში დღეს ტემპერატურა დაიკლებს და ყინვაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ტემპერატურა ღამით -3 გრადუსამდე დაეცემა, ხოლო დღისით 0+1 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოში აღმოსავლეთის ძლიერი ქარი რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება, თუმცა უნალექო ამინდია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში კი, შესაძლოა, მოთოვოს.

რაც შეეხება 24 ნოემბრის ამინდის პროგნოზს, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში უნალექო ამინდი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე დროგამოშვებით წამში 30 მეტრს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან მცირე თოვლი, მაღალ მთაში კი, ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 4 გრადუსი იქნება, ღამით კი -1 გრადუსი ყინვა დაფიქსირდება.

თბილისში ხვალ, მცირე თოვლი და ნისლია ნავარაუდევი. იქროლებს სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დღისით 4 გრადუსი, ღამით კი -2 გრადუსი ყინვაა მოსალოდნელი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 25 ნოემბრიდან გამოიდარებს და ტემპერატურაც შედარებით მოიმატებს.

banner
წინა სტატიაშისაგამოძიებო სამსახურმა სურსათის ეროვნული სააგენტოს“ თანამშრომელი დააკავა
შემდეგი სტატიაქართული არასამთავრობო ორგანიზაციები ფატუ ბენსუდას მიმართავენ