თბილისს ახალი საპატიო მოქალაქეები ჰყავს

“თბილისობის” დღესასწაულის პირველი დღე, 15 ოქტომბერი დედაქალაქის საპატიო მოქალაქეების დასახელებით დასრულდა.

საპატიო თბილისელის წოდება წელს მიიღეს: ექიმებმა ლევან ჭაჭიაშვილმა და გელა მუხაშავრიამ, ფეხბურთელმა ალექსანდრე ჩივაძემ, მსახიობებმა – ლალი ბადურაშვილმა, ნოდარ მგალობლიშვილმა და თამარ სხირტლაძემ, ანსამბლ “ერისიონის” ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა, ლოტბარმა და მომღერალმა, რობერტ გოგოლაშვილმა, მოცეკვავემ და ქორეოგრაფმა ფრიდონ სულაბერიძემ, აკადემიკოსმა გიორგი კვესიტაძემ, მხატვარმა დიმიტრი ერისთავმა, თეატრისა და კინოს რეჟისორმა, მწერალმა, რევაზ გაბრიაძემ, მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ.

თბილისის ახალი საპატიო მოქალაქეები დედაქალაქის მერმა დააჯილდოვა და თბილისის სიმბოლური გასაღები გადასცა.

banner
წინა სტატიაში(+ფოტო) მაწანწალა ძაღლმა სანაგვეზე გადაგდებული ახალშობილი გადაარჩინა
შემდეგი სტატიარუსმა მესაზღვრეებმა ჩრდილო-კორეელი მეთევზეები დახოცეს