თბილისს ახალი ავტობუსები ეყოლება – კახი კალაძე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგებაზე საუბრობს

დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახი კალაძემ თბილისის მასშტაბით განსახორციელებელი პროექტები განიხილა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი სატრანსპორტო რეფორმა იყო.

თბილისის მერმა დაგეგმილი პროექტების შესახებ მუნიციპალიტეტის თანამშრომლებთან ერთად ისაუბრა და გაწეული შრომისთვის მათ მადლობის სიგელები გადასცა.

თბილისის მერის განცხადებით, არასწორი ინფორმაცია გავრცელდა მიკრო ავტობუსების გადანაწილების შესახებ გარეუბნებში. მისი თქმით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადანაწილება ერთიანი სისტემით მოხდება და დედაქალაქში გამართული ტრანსპორტი იმოძრავებს.

„გავრცელდა არასწორი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიკრო ავტობუსები გადაინაცვლებდა მხოლოდ და მხოლოდ გარეუბნებში და გარეუბნის მოსახლეობა ისარგებლებდა იმ მიკრო ავტობუსებით, რომლებსაც ყველანაირი რესურსი უკვე ამოწურული აქვს. მიკრო ავტობუსების გადანაწილება მოხდება ერთიან სისტემაში და არ იქნება გამოყოფილი გარეუბანი და ცენტრალური უბანი, მიკრო ავტობუსები ივლის მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 10 მეტრიანი ავტობუსები ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. დედაქალაქში შემოვა 18 და 24 მეტრიანი ავტობუსები. რა თქმა უნდა, მათთვის მოეწყობა შესაბამისი ზოლები და ინფრასტრუქტურა, რომ ამ ზომის ავტობუსებმა უპრობლემოდ შეძლონ გადაადგილება“, – განაცხადა კახი კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიეკა ბესელია : ზაქარია ქუცნაშვილმა პასუხისმგებლობა აიღო და პარლამენტს ტოვებს, ეს შემდგომი პარლამენტისა და დეპუტატებისთვის მძაფრი მაგალითი იქნება
შემდეგი სტატიამაშველებმა 3200 მეტრის სიმაღლეზე, ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს