თბილისობასთან დაკავშირებით ქუჩებში შეზღუდვები მოქმედებს

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გუშინ, 21:00 საათიდან დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ავტომანქანებისთვის მოძრაობა აიკრძალა ვარდების მოედანზე, კოტე აფხაზის ქუჩაზე გორგასლის მოედნიდან ჯვრის მამის ეკლესიამდე, ასევე, გორგასლის ქუჩაზე მეტეხის ხიდიდან ალიევის სკვერამდე. მოძრაობა ღვინის აღმართზე და მეტეხის ქუჩაზე შესაძლებელი იქნება მხოლოდ ვარდების მოედნამდე.

მოძრაობა სრულად დაიკეტა მარცხენა სანაპიროზე, ბარათაშვილის ხიდზე ამსვლელ პანდუსზე.

ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩიდან ლეღვთახევის მიმართულებით.

ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ავლაბრის მოედანზე და მიმდებარე ქუჩებზე.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ ბუქარესტის ინტერპოლის მიერ ძებნილი თურქეთის მოქალაქე დააკავა
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: “ნაცმოძრაობისთვის” ხმის მიცემის კამპანიაში არასოდეს ჩავებმევი