„ლელო- ძლიერი საქართველოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.
„სიყვარული ამ ქალაქის ტკივილზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. დღეს უნდა ვთქვათ საცობებზე, მძიმე ჰაერზე, გაძვირებულ ცხოვრებასა და მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურაზე.
განსაკუთრებით უნდა გვახსოვდეს ტრაგედიებს შეწირული ადამიანები. გლოვა მხოლოდ სამძიმრით ვერ დასრულდება – გვჭირდება სიმართლე, პასუხისმგებლობა და ხელისუფლება, რომელიც უსაფრთხოებას და ადამიანების სიცოცხლეს დაიცავს.
ჩვენი ამოცანაა, ბიუჯეტი მოქალაქეებს მოხმარდეს: უსაფრთხო სკოლებს, პარკებს, გამართულ ტრანსპორტს, გამწვანებას და ავარიული სახლების გამაგრებას. თბილისი არ უნდა იყოს ადამიანების სიცოცხლისთვის საშიში ქალაქი, საიდანაც ახალგაზრდები გარბიან, მშობლებს შვილების პარკში გაშვება ეშინიათ, ხანდაზმულებს კი წამალსა და საკვებს შორის არჩევანი უწევთ.
თბილისობა პასუხისმგებლობის დღეცაა. გილოცავთ, უკეთესი მომავლისთვის ბრძოლის პირობით!“- განაცხადა კუპრაძემ.








