თბილისმა მოსკოვს ნატოს წვრთნებზე უპასუხა

საქართველოს საგარეო უწყებამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ნატოს საქართველოში სწავლებებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე უპასუხა.

 

საქართველოს საგარეო უწყებამ მოსკოვს შეახსენა, რომ საქართველო სუვერენული და დამოუკიდბელი ქვეყანაა, რომელსაც უფლება აქვს საკუთარ ტერიტორიაზე ნებისმიერი ,,მანიოვრი” ჩაატაროს.
“გარდა ამისა, სუვერენული უფლება, საქართველოს საშუალებას აძლევს თვითონ განსაზღვროს პარტნიორი სამხედრო სფეროში და აირჩიოს მასთან თანამშრომლობის ფორმები” – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული სწავლებები რეგიონში რაიმე სახის დაძაბულობას არ გამოიწვევს – რუსული მედია წერს.

banner
წინა სტატიაშიაქციაზე დაკავებულ 2 პირს 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრათ, ორი დაკავებულის პროცესი კი გადაიდო
შემდეგი სტატიაკანონიერი ქურდი გია გალსკი რუსეთიდან გააძევეს