“თბილისმა გადაწყვიტა არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად” – ოკუპირებული რეჟიმი

ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო საგარეო უწყება „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაზე განცხადებას ავრცელებს
„საქართველოში პერმანენტულად არსებული არასტაბილური შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ბოლო დროს განსაკუთრებით გამწვავდა, მივდივართ დასკვნამდე, რომ თბილისმა გადაწყვიტა საქართველოს მოქალაქის, არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი გამოიყენოს პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად, რაც მოქმედი ხელისუფლების პოპულისტურ ინტერესებს ემსახურება.
ამგვარი ქმედებების ცინიზმი აშკარაა, ვინაიდან ეს ხდება ქვეყანაში, რომლის ხელისუფლებამ 1989 წლიდან 1992 წლის ჩათვლით თავისი ტერიტორიიდან ასი ათასზე მეტი ოსი განდევნა.

ამ სიის გამოჩენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს ოფიციალური თბილისის უპასუხისმგებლო ქმედებებს, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინაშე საკუთარი დანაშაულის გააზრების შიშს. უდავოა, რომ ამგვარი სასანქციო ქმედებები პოზიტიურ გავლენას ვერ მოახდენს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ატმოსფეროზე“ -ნათქვამია ე.წ. სამინისტროს განცხადებაში.
ე.წ. სამინისტროში აცხადებენ, რომ „სამხრეთ ოსეთი უფლებას იტოვებს შესაბამისი ზომები მიიღოს განსაზღვრული კატეგორიის საქართველოს მოქალაქეების მიმართ“.

banner
წინა სტატიაშისტრუქტურული რეორგანიზაცია – პარლამენტში საკანონმდებლო პაკეტის განხილვა იწყება
შემდეგი სტატია“შენი და ჩვენი თავისუფლებისთვის” – შსს-სთან ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია გაიმართება