თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს.

როგორც „თაიმერეს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს, 15-17 იანვარს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „თბილისის აეროპორტი“ და „ბათუმის აეროპორტი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, ერაყისა და ბანგლადეშის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგების დათვალიერებისას, ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მედიკამენტები (37 აბი და 100 კაფსულა) აღმოაჩინეს.

მათივე ცნობით, საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ მოგვენატრება თქვენი შავი იუმორი” – ცნობილი გერმანელები ბრიტანელებს მოუწოდებენ ევროკავშირში დარჩნენ
შემდეგი სტატიაგადაწყვეტილებებს ვიღებ ისე, როგორც შეესაბამება კანონმდებლობას და ჩვენს რწმენას – ცქიტიშვილი “გაზპრომთან” გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე