თბილისის ზოგიერთ ქუჩას გაზმომარაგება შეეზღუდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, თბილისის ზოგიერთ ქუჩას გაზმომარაგება შეეზღუდება. როგორც „თაიმერს“ „ყაზტრანსგაზ-თბილისიდან“ აცნობეს, 1 ნოემბერს, 00:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკის რაიონში – ილია ჭავჭავაძის გამზირი №17ა, №17ბ, №29ა-ბ, №33, №33ა, №35, №37, ილია ჭავჭავაძის I და II ჩიხის, ნინო რამიშვილის, გაბაშვილის, აბულაძის, ყიფშიძის ქუჩებზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობის ნაწილს, წყნეთის ხევის კერძო სექტორის მოსახლეობასა და აღნიშნულ ქუჩებზე განთავსებულ მსვილ და მცირე კომერციულ ობიექტებს: სკოლა „მერმისი“, „მცირე აკადემია“, მსოფლიო ბანკის ოფისი, შპს „იუ-ჯი-თი“, შპს „თანამედროვე განათლების აკადემია“, დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტი „სდასუ“, შპს „კომერც გრუპი“, საერთაშორისო კორპორაცია „აი სი არ“ და სხვა. საბურთალოს რაიონში – სიმონ ჩიქოვანის ქუჩა № 6, № 6ა, № 20, № 24ა, № 30, № 34, № 36, № 38, ლიხაურის, დოლიძის, იოსელიანის, ახალშენის, ბალანჩივაძის ქუჩებზე მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს და ამ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება 1 ნოემბერს, 11:00 საათიდან სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება. “ყაზტრანსგაზ-თბილისი” თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე “ყაზტრანსგაზ-თბილისი” პასუხისმგებლობას იხსნის.

banner
წინა სტატიაშიევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ენერგო უსაფრთხოების კომიტეტმა აღმოსავლეთ ევროპულ ქვეყნებსა და ევროკავშირის ენერგეტიკული თანამშრომლობა განიხილა
შემდეგი სტატია„ქალები შრომის ბაზარზე აღმოსავლეთ პარტნიორ ქვეყნებში“ – რეზოლუცია უკვე დამტკიცდა