თბილისის ზღვის მიმდებარედ საცხოვრებელ ვაგონში კაცი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ნასვამმა პირმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში კაცი დაჭრა. 1978 წელს დაბადებული კ.შ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულმა თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ ვაგონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ნაცნობს – 1982 წელს დაბადებულ გ.წ.-ს ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობა მიაყენა და მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, კ.შ. კი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიმუსლიმი და ქრისტიანი თემის შეხვედრის წინ ბუკნარში ზუგდიდის სპეცრაზმი შეყავთ
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი – ვინც პარლამენტში არ შევა, მათ მიმართ იქნება მძიმე დარტყმა არჩევნებზე