თბილისის ზღვის მიმდებარედ 2500 ხე დაირგო

თბილისის ზღვის მიმდებარედ, დედაქალაქის მერიისა და კომპანია „აეკომის“ გამწვანების ერთობლივი ღონისძიების ფარგლებში, 2500 ხე – მცენარე დაირგო.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აქციაში მონაწილეობა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ „აეკომის“ წარმომადგენლებთან ერთად მიიღო.

გამწვანების ღონისძიებაზე 1100 მუხა, 500 კავკასიური ცაცხვი, 200 მთის ნეკერჩხალი, 300 კედარი, 200 კატალპა, 150-იფანი და 50 ნეკერჩხალი დარგეს. კონტრაქტორი კომპანია ხე – მცენარეების მოვლა პატრონობას 4 წლის განმავლობაში უზრუნველყოფს.

“კომპანია „აეკომმა“, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, გამწვანების ღონისძიებებში ჩართვის სურვილი გამოთქვა. სწორედ ამიტომ, დღეს, მათთან ერთად ვრგავთ ხეებს. ძალიან მნიშვნელოვანია კერძო სექტორის ჩართულობა დედაქალაქში, ეკოლოგიის თვალსაზრისით, უკეთესი გარემოს შექმნაში. ამიტომ, სხვა კომპანიებსაც მოვუწოდებთ, გამწვანების ღონისძიებებში აქტიურად ჩაერთონ“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.

აქციაში, ასევე მონაწილეობდნენ: მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსი ნინო სულხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ზაზა ხუციშვილი და „აეკომის“ მეგობარი კომპანიები. ღონისძიებაზე დავით ნარმანია შვილთან ერთად მივიდა.

აქცია საშემოდგომო რგვების ფარგლებში გაიმართა. გამწვანების სეზონური ღონისძიებები დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება და, დედაქალაქის მასშტაბით, 80 000 ხე – მცენარე დაირგვება.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი : საქართველოს აქვს სრული მხარდაჭერა აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის მხრიდან
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს შეხვდა