შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიას სამშენებლო და საყოფაცხოვრებო ნარჩენისგან ასუფთავებენ. უკანონოდ განთავსებული დიდი მოცულობის სამშენებლო ნარჩენის გატანა სპეცტექნიკის საშუალებით ხდება.
ტერიტორიას თბილისის მუნიციპალური ინსპექცია გააკონტროლებს და პერიოდულად მოხდება მონიტორინგი.
დასუფთავების სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

მოსახლეობას და კერძო კომპანიებს მოვუწოდებთ, სარემონტო ნარჩენი უკანონოდ არ განათავსონ რეკრეაციულ სივრცეებში და ისარგებლონ „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი მომსახურებით. დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია კომპანიის ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 და ვებგვერდზე – https://www.tbsg.ge



















