„თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურა

„თბილისის ზღვის ჰოსპიტლის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია აცხადებს, რომ კლინიკის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურა.

როგორც მარეხი ბექაიამ განაცხადა, ინფიცირებულების მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში.

„ამჟამად, კლინიკაში 50 პაციენტი მკურნალობს, გუშინ მიღებული პაციენტებიდან 38 პაციენტის ანალიზი გაგზავნილი იყო ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან მიღებული იყო ოთხი დადასტურებული პასუხი. პაციენტები გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. 50 პაციენტიდან ერთი არის რეანიმაციაში, 49 არის თერაპიული პაციენტში, მართვით სუნთქვაზე არც ერთი პაციენტი არ არის. გუშინ მოგვიანებით მოვიდა ორი პასუხი, ეს იყო ჩვენი მედპერსონალის პასუხები, დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა ისინი გადაყვანილი არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. გუშინ ეპიდოლოგებთან შეთანხმებით შეჩერებული იყო მიღება კლინიკაში, ვიდრე არ განისაზღვრა მომსახურე პერსონალის ტემპერატურა, რის შემდეგაც ღამე გაიხსნა კვლავ მიღება. მედპერსონალთან, ვისთანაც ჰქონდა შეხება, ყველას სია არის, კარანტინის მდგომარეობაში არიან გადაყვანილი, მათ შორის ის პაციენტები, ვისთანაც მუშაობდნენ, თუმცა მათი მომსახურების არეალი მცირეა. ვისგან გადაედოთ, ზუსტად არ არის ცნობილი, ფიქრობენ, რომ იმდენად მცირე დროა გასული, შესაძლოა, ეს შემოტანილი დაავადება ყოფილიყო ანუ, მატარებლები ყოფილიყვნენ და ახლა გამოვლენილიყო. ჩვენი სამსხურიდან ხუთი პირია კარანტინში გადაყვანილი, ვისაც შეხება ჰქონდათ ორ მედპერსონალთან“, – განაცხადა მარეხი ბექაია.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია : მთავარი ამოცანაა პირველადი ჯანდაცვა, მსუბუქი შემთხვევების სახლის პირობებში მართვის მზაობა და ცხელების კლინიკების ეფექტურობა
შემდეგი სტატიალევან რატიანი : კლინიკას დღეს კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ორი პაციენტი დატოვებს