თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოთავსებული სამი კოვიდინფიცირებულიდან ორი აზერბაიჯანის, ერთი კი საქართველოს მოქალაქეა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში აცხადებენ, რომ სამი პირიდან, რომელთაც დღეს კორონავირუსი დაუდასტურდათ, ორი აზერბაიჯანის, ხოლო ერთ საქართველოს მოქალაქეა.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში დაფიქსირებულია სამი დადებით პასუხი, აქედან ორი არის 60 წლამდე მამაკაცი, ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან. სატრანზიტო ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობდნენ, საზღვარზე დაფიქსირდა მათთან დადებითი პასუხი, რის შემდეგაც გადმოიყვანეს კლინიკაში და ჩვენთან „პისიარ“ კვლევით დადასტურდა კორონავირუსი. ერთი არის 20 წლის მამაკაცი, საქართველოს მოქალაქე, რომელთანაც დადასტურდა კორონავირუსი. პაციენტი გადაყვანილია მცხეთის სამედიცინო ცენტრში და იქ გააგრძელებს მკურნალობას“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ.

banner
წინა სტატიაშიანრი ოხანაშვილი-„ქართული ოცნების“ გუნდი პირობას შეასრულებს
შემდეგი სტატიანაძალადევის რაიონში, ლოტკინის დასახლებაში სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს