თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

როგორც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში სატელეფონო ჩართვისას თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კლინიკურმა დირექტორმა კახა ბეროზაშვილმა განაცხადა, 50 წლის მამაკაცს მოგზაურობის ისტორია აქვს და ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია.

„50 წლის მამაკაცია. უფიქსირდება მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობა. კლინიკას მოგვმართა მაღალი ტემპერატურით, ყელის ტკივილით, აქვს ფილტვების პნევმონია. ჩატარდა კვლევა. გართულება არის, მაგრამ ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია,“, – განაცხადა ბეროზაშვილმა.

საქართველოში კორონავირუსის 115 შემთხვევა დადასტურდა. ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან 22 ადამიანი განიკურნა.

banner
წინა სტატიაშიდასავლეთ სარდლობის მეორე ქვეითმა ბრიგადამ ფოთში ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი მოაწყო
შემდეგი სტატიარა ხდება სამეგრელოში – სახელმწიფო რწმუნებულმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე მედიას ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა