თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსი ერთ პაციენტს დაუდასტურდა

შავი ზღვის ჰოსპიტალიდან ლუგარის ლაბორატორიაში გაგზავნილი 22 ანალიზიდან 20 პასუხი მოვიდა და მათგან ერთ პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი, – ამის შესახებ კლინიკის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარეხი ბექაიამ განაცხადა.

მისი თქმით, კორონავირუსი ახალგაზრდა მამაკაცს დაუდასტურდა, რომელიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურია.

რაც შეხება კონტაქტებს, მარეხი ბექაიას თქმით, ბოლო დადასტურებულ პაციენტს არ აქვს მოგზაურობის ისტორია და არც რაიმე საეჭვო კონტაქტი, თუმცა ეპიდემიოლოგების მიერ კონტაქტების კვლევა გრძელდება. სულ ჰოსპიტალში დღე-ღამის განმავლობაში 49 პაციენტი შემოვიდა“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ კახეთში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია ერთი პირი
შემდეგი სტატიააშშ-ს საელჩო საქართველოს დედაენის დღეს გალაკტიონის ლექსით ულოცავს