თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კიდევ 34 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია აცხადებს, რომ ამჟამად კლინიკაში 43 პაციენტი იმყოფება.

მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში 34 პაციენტის ნიმუში გააგზავნეს და ყველა მათგანზე უარყოფითი პასუხი მიიღეს.

მარეხი ბექაიას განმარტებით, კიდევ ერთ პაციენტს, რომლის მდგომარეობაც მძიმეა, დღეს გამოიკვლევენ.

„თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 43 პაციენტია. 34 კვლევა იქნა გაგზავნილი ლუგარის საბორატორიაში და 34-ვე უარყოფითი პასუხი იქნა მიღებული. ერთი არის კრიტიკული პაციენტი ამჟამად კლინიკაში, ეს არის წალკიდან გადმოყვანილი პაციენტი, რომელთანაც აღინიშნება ცალმხრივი პნევმონია და მისი კვლევა ჯერ არ არის ჩატარებული. ახლა იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში“ , – აღნიშნა მარეხი ბექაიამ.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე პოლიციელი დააკავა
შემდეგი სტატიაოთო კახიძე: ქათამაძე, რომელმაც ბიბლიოთეკას ცეცხლი გაუჩინა, ხელისუფლების წაქეზებით მოქმედი პირია