თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 26 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 39 ანალიზიდან 26 პასუხი ცნობილია და კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.

ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, მარეხი ბექაიას განცხადებით,​ 13 პაციენტზე კვლევა გაგრძელდება.

„კლინიკაში ამჟამად იმყოფება 51 პაციენტი. 39 ანალიზი გაიგზავნა, აქედან 13 კვლევაში რჩება, 26 უარყოფითი პასუხი მივიღეთ. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა კლინიკებში“, – განაცხადა მარეხი ბექაიამ.

banner
წინა სტატიაშითერჯოლის ცხელების ცენტრში ხუთი პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია
შემდეგი სტატიაბათუმში 250 მედიკოსი გამოიკვლიეს. კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა