თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 24 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში „კოვიდ 19“-ის ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 24-ის ტესტის პასუხი უარყოფითია. ერთის პასუხს კი, ელოდებიან, – ამის შესახებ კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ განაცხადა. ​

მისი თქმით, კლინიკაში 46 პაციენტი იმყოფება.

„25 სინჯი იყო გაგზავნილი „პისიარ კვლევაზე“. 24 პასუხი მოსულია და ყველა უარყოფითია. ერთი პაციენტის კვლევა გრძელდება. დაწყებულია პაციენტების გადაყვანა პროფილურ კლინიკებში“, – განაცხადა ბექაიამ.

მისი თქმით, ერთი პაციენტი მძიმეა. დანარჩენის მდგომარეობა კი, საშუალო სიმძიმისაა.

„მძიმე პაციენტი ასაკიანი ქალბატონია, არის პნევმონიაა, სეპტიური მდგომარეობა და პაციენტი მართვით სუნთქვაზეა. გადაყვანილი იქნება ზოგადი პროფილის კლინიკაში. მასთან პასუხი უარყოფითია.

კლინიკიდან ის პაციენტები ეწერებიან, რომლებსაც მხოლოდ ტემპერატურული რეაქციები – 37,1; 37,2 აღენიშნებათ, რომლებთანაც არ იქნა ნანახი ინფექციის წყარო და კერა, პლიუს კოვიდდაავადება გამორიცხა“, – განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა, მარეხ ბექაიამ.

მან განმარტა, რომ თბილისის ზღვის ჰოსპიტალი მხოლოდ დიაგნოზზე მუშაობს და არა შემდგომ
მკურნალობაზე.

„ყველა დიაგნოსტირებული პაციენტი შემდგომ სხვადასხვა კლინიკაში გადადის. დინამიური პროცესია. ყოველდღიურად, საშუალოდ 50 პაციენტამდე ხდება მიღება და 50-ის გაწერა. ზოგჯერ მეტია, ზოგჯერ ნაკლები“, – განაცხადა ბექაიამ.

მისივე განმარტებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში 33-მა თანამშრომელმა 14 დღიანი მუშაობა დაასრულა, ყველანი 14 დღიან კარანტინში იქნებიან გადაყვანილი.

„დღეს მეორე ცვლა მოვიდა, რომელიც შემდგომ 14 დღეს იმუშავებს. დასაწყისში დაფიქსირებული ორი შემთხვევის გარდა, მედპერსონალის ინფიცირების შემთხვევა აღარ გვქონია“, – განაცხადა ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის ცენტრის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაშილევან რატიანი : სახლში თუ ვერ დავეტიეთ და ვითარება გამწვავდა, ვერ მოუვლის ამას ქართული მედიცინა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე : ყველა გამკაცრებული ღონისძიება მიმართულია იმისკენ, რომ სწრაფად გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან