თბილისის ზღვის ჰოსპიტალის დაყაჩაღების ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის მუხლით დაიწყო

თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მომხდარ ყაჩაღობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. მათივე ცნობით, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

შემთხვევა გუშინ ღამე მოხდა. ცნობისთვის, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის, დიმიტრი შავდიას განცხადებით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა.

banner
წინა სტატიაშითბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს
შემდეგი სტატიაზუგდიდის საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს მერია სასურსათო პროდუქტს ურიგებს