თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 34 პაციენტიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა

„ეს არის ხანდაზმული მამაკაცი, თანდართული ანამნეზით. ამჟამად, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის. პაციენტის შვილი არის მოლარე, არ დავასახელებ, სად. მას ერთი კვირის წინ აღენიშნებოდა ტემპერატურული რეაქცია. ალბათ, ეს მოლარე ეროვნული ბანკის კლასტერს უნდა მიეკუთვნებოდეს, რადგან ფულთან ჰქონდა შეხება. პაციენტები გადაყვანილი იქნებიან შესაბამის კლინიკებში, დაინფიცირებული მამაკაცი ალბათ, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადავა. შვილს არ აქვს კორონავირუსი დადასტურებული. ეს უკვე გადაეგზავნა ეპიდსამსახურებს კვლევისთვის და მის მიმართ კვლევა გაგრძელდება. ეს კაცი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და პრაქტიკულად, სახლიდან არ გადიოდა. შვილი იმყოფება თვითიზოლაციაში, სახლში. გუშინ, მოყვანილი იყო უცხოეთიდან მგზავრები, რომელთაგან სამი ადამიანის ანალიზი დღეს იქნება აღებული. ახლა მიმდინარეობს სხვა პაციენტების კვლევა“, –აცხადებს თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მარეხი ბექაია. მისვე თქმით, თბილისის ზღვის ჰოსპიტალის 34 პაციენტიდან კორონავირუსი მხოლოდ ერთს დაუდასტურდა.

banner
წინა სტატიაშიზესტაფონში ახალი ქარხანა შენდება, რომელიც მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოებას დაიწყებს
შემდეგი სტატიანიკა მელია: ჩემი აზრით, კომენდანტის საათი ერთმნიშვნელოვნად გასაუქმებელია