თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

news
ავტ.: news დეკემბერი 1, 2020 12:47

თბილისის ზღვის ჰოსპიტალი დააყაჩაღეს

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის აღმასრულებელი დირექტორის დიმიტრი შავდიას განცხადებით, ჰოსპიტალი დააყაჩაღეს და წაღებულია თანხა. კლინიკის აღმასრულებელი დირექტორის განცხადებით, შემთხვევის შედეგად დაშავებულები არ არიან. ამოღებულია კამერების ჩანაწერებიც.

„ყაჩაღობა იყო, ორი შეიარაღებული თავდასხმელი იყო, რომელმაც გუშინ კლინიკა დააყაჩაღა. წაიღეს თანხა, შიგნით შემოვიდნენ, 2 შეიარაღებული ადამიანი იყო, რომელსაც დაცვის ერთმა თანამშრომელმა გაუწია წინააღმდეგობა. ნახეთ, 3 ნატყვიარია. წაღებული 3 ათას 500 ლარი“, -აცხადებს კლინიკის აღმასრულებელი დირექტორი „ტვ პირველთან“ საუბარში.

news
ავტ.: news დეკემბერი 1, 2020 12:47