10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აპრილი 20, 2026
banner

თბილისის ზღვაზე ღია და დახურული მრავალფუნქციური სივრცე შეიქმნება

თბილისის ზღვაზე პარკის მოწყობა იგეგმება, პროექტირების სავარაუდო ღირებულება კი 865 ათასი ლარია. დედაქალაქის მერიამ საპროექტო დოკუმენტების შედგენისთვის ტენდერი გამოაცხადა.

პროექტის მიზანია თბილისის ზღვის სანაპიროზე თანამედროვე, ეკოლოგიურად მდგრადი, ღია და დახურული მრავალფუნქციური სივრცის შექმნა.

ტექნიკური დავალების თანახმად, პროექტში გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი სივრცეების მოწყობა:

რეკრეაციული ზონა;
სანაპირო ზოლის დაცვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;
სპორტული და საბავშვო სივრცე;
კულტურული და დასასვენებელი სივრცე;
კომერციული და მომსახურების ზონა;
საზოგადოებრივი პლაჟის ზონა.
როგორია პროექტის სავარაუდო ღირებულება?
უფრო კონკრეტულად, ადგილზე უნდა მოეწყოს მწვანე ბულვარი, გაზონები, საპარკინგე სივრცეები, მონიტორინგის შუქურა, საფეხმავლო ბილიკები, პირსი (ნავების მომსახურებისა და დასვენებისთვის), საბავშვო ატრაქციონები, სპორტული მოედნები, მაგიდის ჩოგბურთი, პავილიონი, საჩრდილობელი, წიგნის სახლი, ამფითეატრი, სადღესასწაულო სივრცე, ღია ტიპის საცურაო აუზი და ა.შ.

რაც შეეხება ბიუჯეტს, შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 865 ათას ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღება 22 აპრილს დაიწყება და 27 აპრილს დასრულდება

banner
წინა სტატიაშინატოს გენერალური მდივანი აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებზე: ტერიტორიასთან დაკავშირებული ნებისმიერი გადაწყვეტილება უკრაინამ უნდა მიიღოს
შემდეგი სტატიააშშ-ში დაფუძნებული NGO – Free Russia Foundation ოცნების მმართველობაზე ანალიზს აქვეყნებს