32.9 C
Tbilisi
სამშაბათი, აგვისტო 11, 2026
banner

თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა

საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს 250 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობისთვის.

ფინანსთა სამინისტროს ცნობით, დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი).

„დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლაჰმმა.

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია თბილისის შემოვლითი გზის, დაახლოებით, 18.9 კილომეტრიანი, ოთხზოლიანი, გამყოფი ზოლით აღჭურვილი საავტომობილო გზის მონაკვეთის მშენებლობა. კერძოდ, დაფინანსება მოხმარდება თბილისის შემოვლითი გზის ორ მონაკვეთს: ლოტი 4-ს (თბილისის აეროპორტი–ლოჭინი) და ლოტი 5-ს (ლოჭინი–რუსთავი).

აღნიშნული პროექტი მნიშვნელოვანია ქვეყნის სატრანსპორტო ქსელის განვითარებისთვის. ახალი მაგისტრალი განტვირთავს დედაქალაქში მოძრაობას, გააუმჯობესებს სატრანზიტო ნაკადების უსაფრთხოებას, ხელს შეუწყობს ქვეყნის სატრანსპორტო დერეფნების გამტარუნარიანობის გაზრდას.

ხელმოწერის ცერემონიას დაესწრნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლევან დარახველიძე, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.

პროექტს განახორციელებს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის საელჩო: სავიზო დეპოზიტის პროგრამა მუდმივი გახდა ყველა ქვეყანაში, სადაც მოქმედებდა, მათ შორის საქართველოშიც
შემდეგი სტატიაპროკურატურამ უკანონო სამეწარმეო საქმიანობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე შვიდ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს ბრალდება წარუდგინა