თბილისის შემოგარენში გზები იწმინდება და ტექნიკური მარილი იყრება – თბილისის მერია

დედაქალაქის შემოერთებულ ტერიტორიებზე მოსული უხვი ნალექის გამო, გზები ინტენსიურად იწმინდება. ამ დროისთვის სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხება არსად დაფიქსირებულა. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ტექნიკური მარილი დაიყარა წყნეთის დასახლებაში, კიკეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და შინდისში. იმისათვის, რომ არ შეფერხდეს საგზაო მოძრაობა, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები დღე-ღამის განმავლობაში უწყვეტად მუშაობენ.

წყნეთში მიმდინარე გზის გაწმენდის სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.

„თბილისის შემოგარენში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობდა ტექნიკური მარილის დაყრა. გზებზე გადაადგილება არსად შეფერხებულა. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავტომანქანების მძღოლებს მოვუწოდებთ, იმოძრაონ ზამთრის საბურავებით“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.

თოვლიანობის გამო, საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლიათ მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22. დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება და დაიყრება ტექნიკური მარილი.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას აშშ-ის განათლების დეპარტამენტის გაუქმების შესახებ – CNN
შემდეგი სტატიასაქართველოს საზღვრიდან 29-31 კილომეტრში 2 მიწისძვრა მოხდა