შპს „თბილსერვის ჯგუფი“ მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა. წყნეთში, ბეთნიაში, კოჯორსა და კიკეთში გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სპეცტექნიკა და დაიყარა ტექნიკური მარილი. ამ ეტაპზე, ავტოტრანსპორტით გადაადგილება შეუფერხებლად ხორციელდება.
ადგილზე რჩება ტექნიკა და საჭიროების შემთვევაში სამუშაოები კვლავ გაგრძელდება.
შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებმა „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 უნდა დარეკონ.