თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

14:35 საათიდან მეტროს პირველ ხაზზეც ძაბვის ვარდნის გამო, მუშაობა ზონალურად შეფერხდა და მატარებლები „ახმეტელის თეატრიდან“ „დიდუბის“ მეტროსადგურამდე მოძრაობდნენ. შეფერხების გამო, არცერთი მატარებელი გვირაბში არ გაჩერებულა და ყველა მგზავრმა მეტროსადგურები უსაფრთხოდ დატოვა.

ამ ეტაპზე, ძაბვის მიწოდება აღდგენილია და მეტროს ორივე ხაზი შეფერხების გარეშე მუშაობს. 15:00 საათიდან თბილისის მეტროს ყველა სადგური გაიხსნა.

banner
წინა სტატიაშილიეტუვას პრეზიდენტი: ნატომ უკრაინასა და საქართველოსთვის მიცემული დაპირება უნდა შეასრულოს
შემდეგი სტატიათურნავა “ნამახვანჰესზე”: ახლა მთავარია, ვნებათაღელვა დაცხრეს და ყველანი გადავიდეთ კონსტრუქციულ რეჟიმში