“თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიას” ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანიაშიც ადასტურებენ.

მათი ინფორმაციით, ახალი დირექტორი ნუგზარ ჭეიშვილი თანამდებობაზე გასულ კვირაში დაინიშნა და სანდრო ჯაფარიძე შეცვალა.

გარდა ამისა, შეიცვალა დირექტორის პირველი მოადგილეც – გიორგი ბელთაძის ნაცვლად ახალი დირექტორის პირველი მოადგილე მამუკა მუმლაძე იქნება.

შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ 100 პროცენტი დედაქალაქის მთავრობას ეკუთვნის.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სამხედრო ტექნიკამ მოლდოვას საზღვარი გადაკვეთა
შემდეგი სტატიაესპანეთის მეფემ პარლამენტი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები დანიშნა