თბილისის სატრანსპორტო კომპანია მემანქანეებთან დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ააიპ „ერთობა 2013“-თან მეტროს მემანქანეებსა და კომპანიას შორის დადებულ ხელშეკრულებას აქვეყნებს. სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, ხელშეკრულებები დადებულია 2014 წლის 30 მაისს; 2016 წლის 28 აპრილს; 2016 წლის 24 მაისს; საბოლოოდ კი 2017 წლის 31 მაისს.
მათივე ინფორმაციით, ამ უკანასკნელი ხელშეკრულების პირობების მიხედვით დამსაქმებელი ვალდებულია:
„1. გადაუხადოს საწარმოში დასაქმებულ კავშირის წევრს დანამატის სახით: მძიმე (50ლ) და მავნე (70ლ) საშიშროებებს მიკუთვნებულ თანამდებობებზე დასაქმებულებს;
2. საკვალიფიკაციო კლასებისათვის პირველი – 100ლ; მე-2-70ლ; მე-3-50ლ;
3. თანრიგებისათვის;
4. წელთა ნამსახურება (2016 წლიდან);
5. ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკისათვის“ ღამის საათებში საწარმოს ტერიტორიაზე გატარებული პერიოდისათვის – ფულადი დანამატი – 10 ლ; (2014წლის მაისიდან);
6. აქვთ უფასო დაზღვევა;
7. გარდაცვალების შემთხვევაში გასცეს 1000 ლარის ოდენობით დახმარება;
8. ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში დამატებით 5-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება;
9. ასევე უნაზღაურებს ავტობუსის მომსახურების საფასურს 375 ლარის ოდენობით;
10. დაოჯახების შემთხვევაში ეძლევათ დამატებით 10-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება და ფულადი საჩუქარი 250 ლარის ოდენობით;
11. ბავშვის დაბადების შემთხვევაში ფულადი საჩუქარი 375 ლარი;
12. თავისუფალი დღით სარგებლობა (day off);
13. ღამის საათების ანაზღაურება (22:00-06:00 საათამდე) საათობრივი ტარიფის (8,65) 20%-იანი დანამატით; (2016 წლიდან);
14. სადღესასწაულო ფულადი საჩუქარი – დაახლოებით 250 ლ (2016 წლიდან);
15. მეცამეტე ხელფასი – 100% (სავალდებულო წესით გაიცემა 2016 წლიდან);
რაც შეეხება მეტროს მემანქანეების შემოსავლების ზრდის დინამიკას 2013-2017 წლების მიხედვით: მემანქანე ინსტრუქტორებს 2013 წელს – 1,824 ლარი ჰქონდათ; 2014 წელს -1,962 ლარი; 2015 წელს – 1,968 ლარი; 2016 წელს -2,046 ლარი; 2017 წელს კი – 2,158 ლარი.
რაც შეეხება ხაზის მემანქანეებს – 2013 წელს -1,605 ლარს იღებდნენ; 2014 წელს – 1,700 ლარს; 2015 წელს – 1,730 ლარს; 2016 წელს – 1,794 ლარს; ხოლო 2017 წელს – 1,827 ლარს.
გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანია 2013-დან 2017 წლის ჩათვლით მემანქანეების საშუალო შემოსავლების შესახებ ინფორმაციასაც აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ 2014 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ყოველთვიური ფიქსირებული ფულადი დანამატი საკვალიფიკაციო კლასების მიხედვით: პირველი კლასი – 100 ლარი; მე-2 კლასი – 70 ლარი; მე-3 კლასი – 50 ლარი;“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.
მათივე ინფორმაციით, 2014 წლის 1 მაისიდან დაწესდა ფიქსირებული ფულადი დანამატი 10 ლარის ოდენობით ყოველ ე.წ. „წყვეტილ სამუშაო გრაფიკზე“ (მემანქანეები რჩებიან საწარმოს ტერიტორიაზე, რათა დილით უზრუნველყონ მოძრავი შემადგენლობის ხაზზე გაყვანა).
გარდა ამისა, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, 2016 წელს მაისში დაწესდა წელთა ნამსახურების დანამატის გაცემის წესი; ასევე, 2016 წლის სექტემბრიდან ამოქმედდა ღამის საათების (22:00-06:00) ანაზღაურების წესი მოქმედი ტარიფის 20%-იანი დანამატით; ამავე წლიდან სავალდებულო წესით გაიცემა სადღესასწაულო დანამატი წელიწადში ორჯერ (აღდგომას -250 ლარი დარიცხული; წინა საახალწლოდ – ერთი თვის ხელფასი). გარდა ამისა, სატრანსპორტო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სადღესასწაულო დანამატი 2014-2015 წლებშიც გაიცა, თუმცა ეს სავალდებულო წესის თანახმად არ იყო.

banner
წინა სტატიაში“შეჩერებული იქნას ძიუდოს ფედერაციის აღმასკომის და ყრილობის დელეგატთა უფლებამოსილება” – ძიუდოისტების ახალი მოთხოვნა
შემდეგი სტატიაინციდენტი კუს ტბის ტერიტორიაზე – ლუკა ფეიქრიშვილი ერთ-ერთი შენობიდან გადმოხტომით იმუქრებოდა