“თბილისის სატრანსპორტო კომპანია” ისანის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ ისანის რაიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ისნის რაიონში, ბაღდადის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მსუბუქად დაზიანდა მუნიციპალური ავტობუსის 16 მგზავრი და ერთი ქვეითი. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

„დაზარალებულებს ადგილზე აღმოუჩინეს პირველადი დახმარება და დაუყოვნებლივ გადაიყვანეს უახლოეს სამედიცინო დაწესებულებებში. „თბილისის სატრანსპორტო“ კომპანიისა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელები შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. საქმე 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიაუდიტის სამსახური რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და რიმა ბერაძის დაჯარიმებას ითხოვს
შემდეგი სტატიასასჯელაღსრულების მინისტრმა პენიტენციურ დაწესებულებებში ფოტოგადაღების განხორციელების წესი დაამტკიცა