13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

თბილისის სასულიერო სემინარიამ მიტროპოლიტ იობის სასულიერო განათლება დაადასტურა

თბილისის სასულიერო სემინარიამ მროველ-ურბნელი მიტროპოლიტის, იობ აქიაშვილის სასულიერო განათლება დაადასტურა.

„ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას სასულიერო სემინარიის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა, დურმიშხან ლაშხმა განაცხადა, რომ სემინარიის დასკვნის მიხედვით „შესრულდება ყველა შესაბამისი პროცედურა“.

„კვალიფიკაციის მიმნიჭებელმა კომისიამ რა დასკვნაც დადო, იმ დასკვნის მიხედვით შესრულდება ყველა პროცედურა. დანარჩენ საკითხთან დაკავშირებით ვერაფერს მოგახსენებთ“, – განაცხადა დურმიშხან ლაშხმა.

შეგახსენებთ, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა, მეუფე გიორგი ჯამდელიანმა “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა, რომ საპატრიარქო კანდიდატის, ურბნისისა და რუისის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე იობის დიპლომი რეზიდენციიდან დაიკარგა.

კერძოდ, ეპისკოპოსის თქმით, კანდიდატების გამორჩევის დღეს, “გაურკვეველ ვითარებაში, ფაქტობრივად, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი”.

ჯამდელიანი აცხადებს, რომ “ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო, ფაქტიურად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის” და “დიდი ალბათობით, ალბათ ეს არის მოპარული” .

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარები საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის დასანქცირებას ითხოვენ
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარედგინა