თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

განცხადებას „თაიმერი“ უცვლელად გთავაზობთ:

“თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დღეს, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.

აღნიშნული შემთხვევის მომენტში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ავტომანქანაში იმყოფებოდა პაციენტიც, რომელიც არ დაშავებულა და გადაყვანილია დანიშნულების ადგილზე.

მოგეხსენებათ, მომხდარის შედეგად, დაიღუპა ერთი, ხოლო დაშავდა 12 ადამიანი, მათ შორის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის 2 ექიმი. ყველა მათგანს უკვე გაეწია სათანადო სამედიცინო დახმარება”, – ნათქვამია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიექიმის განცხადებით, კლინიკა მსახიობ რეზი ნასიძეს სასამართლო პროცესზე დასწრების რეკომენდაციას არ აძლევს
შემდეგი სტატიაგენერალურ პროკურატურაში “თიბისი ბანკის” საქმეზე განცხადება გაკეთდება