თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა

პრაქტიკულ კონფერენციის – „თანამედროვე გამოწვევები, მეცნიერების აქტუალური პრობლემები და ევროინტეგრაცია“ გახსნას დაესწრო პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში. კონფერენციაში მონაწილეობდნენ რუმინეთის სოფლის მეურნეობის, ვარშავის ჰუმანიტარული და უკრაინის დრაგომანოვის სახელობის პედაგოგიური უნივერსიტეტების რექტორები, პრორექტორები და აკადემიური პერსონალი.

უნივერსიტეტის რექტორებს მიენიჭათ თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის ტიტული.

რექტორებმა ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რაც გულისხმობს ერთობლივი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციების ორგანიზებას, სტუდენტისა და აკადემიური პერსონალის გაცვლით პროგრამებში მონაწილეობასა და საზაფხულო სკოლების ორგანიზებას.

ამჟამად, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი და რუმინეთის სოფლის მეურნეობის უნივერსიტეტი მუშაობენ ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებზე. კერძოდ, ბიოეკონომიკასა და ბიზნესის ადმინისტრირებაში სტუდენტების პირველი ნაკადის მიღება 2018-2019 სასწავლო წლისთვის განხორციელდება.

banner
წინა სტატიაში‘’ევროპული საქართველო საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვაში მონაწილეოაბს არ მიიღებს’’- სერგი კაპანაძე
შემდეგი სტატიაარ ყოფილა გაცვლა, გათავისუფლდა – ქეთევან ციხელაშვილი გიორგი გიუნაშვილის საქმეზე