თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ისინი ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში ზურაბ გირჩი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პარალელურად, სასამართლოსთან შეკრებილი არიან აქციის მონაწილეები. თბილისის საქალაქო სასამართლოსთან და შენობაში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის პერიოდულად დაპირისპირება იყო.

მოსამართლე რიაკლი შვანგირაძემ ზურა ჯაფარიძეს სახაზინო ადვოკატი არ დაუნიშნა და დაცვის გარეშე დატოვა.

გადაწყვეტილება ირაკლი შვანგირაძემ თათბირის შედეგად მიიღო.

ზურაბ ჯაფარიძის ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, რის შემდეგაც ჯაფარიძემ ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა.

ჯაფარიძის ადვოკატის, ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ადვოკატების არცერთი შაუმდგომლობა არ დაკმაყოფილდა, ირღვეოდა დაცვის უფლებაც და ამიტომ დატოვეს სხდომათა დარბაზი.

banner
წინა სტატიაშიWSJ: ტრამპმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ პუტინი უკრაინაში ომის დასასრულებლად მზად არ არის
შემდეგი სტატიაჯაფარიძე: წინააღმდეგობა უნდა გაგრძელდეს ყველა ფორმით და, პირველ რიგში, რუსთაველზე გასვლით