14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

თბილისის საქალაქო სასამართლოში სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, დახურულ რეჟიმში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 5 მოწმეს დაკითხავენ. არსებული ინფორმაციით, მოწმეები საბავშვო ბაღების ეპიზოდთან დაკავშირებით მისცემენ ჩვენებას.

ცნობისთვის, 2025 წლის 23 დეკემბერს, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშითბილისში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოებისთვის სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოების და შეთანხმების წესს საკრებულო დაადგენს
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი: საქართველოსთვის ფაქტობრივად გადაულახავი დაბრკოლება არის ბიძინა ივანიშვილი და მისი რეჟიმი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე