11.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მარტი 17, 2026
banner

თბილისის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე 13 ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

სასახლის ღობის საქმე – თბილისის საქალაქო სასამართლოში 13 პირის პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება, კერძოდ მოსამართლის წინაშე მოწმეები გამოიკითხებიან.

სასამართლო პროცესს ესწრებიან ბრალდებულებიც.

ცნობისთვის, კახაბერ კვაჭანტირაძეს, სიმონ მახარაძეს, გია თოლორაიას, ავთანდილ თოფჩიშვილს, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად.

მათ ბრალდება სსსკ-ის 225-ე მუხლის მეორე ნაწილითაც აქვს წარდგენილი, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაში“რუხაძემ, ან მასთან დაკავშირებულმა პირებმა მკვლელობა, სახელმწიფო ღალატი, ან სხვა მძიმე დანაშაულიც რომ ჩაიდინონ, იმედი ამას არ გააშუქებს” – გია ხუხაშვილი
შემდეგი სტატიაუკრაინაში არჩევნების ჩატარების გეგმას ზელენსკი 24 თებერვალს გამოაცხადებს