თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმეზე დაკავებულების პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე დაკავებულების – გიორგი ნარიმანიძის, ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ პროცესზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების -პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვს.

დაცვის მხარე კი დაკავებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს.

banner
წინა სტატიაშიდავით ნოზაძე – მივიღეთ პირდაპირი მითითებები ბატონი პრემიერ-მინისტრისგან, რომ ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ვიმუშაოთ თითოეულ მოსახლესთან, თითოეულ სოფელში
შემდეგი სტატიააშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება არის აშკარად დადასტურება იმისა, რომ ეს არის არამარტო შერჩევითი სამართალი ან პოლიტიკური დევნა, არამედ პოლიტიკური, პერსონალური შურისძიება- გიგა ბოკერია