თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი 20:30-ზე გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლევან ხაბეიშვილის სასამართლო პროცესი 20:30-ზე გაიმართება.

პროკურატურა სასამართლოს ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართავს.

ცოტა ხნის წინ საქართველოს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა:

“2020 წლის 24 იანვარს ქ. თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ბრალდება წარედგინა თბილისის საკრებულოს წევრ ლევან ხაბეიშვილს.
მას ბრალად ედება დანაშაულის ჩადენა, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს პროკურატურამ, თბილისის საქალაქო სასამართლოს, ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით მიმართა,”-ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“მიმდინარე და დაანონსებული პროექტები იძლევა შესაძლებლობას, მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ და განვავითაროთ ჩვენი მხარე”
შემდეგი სტატიაალექსანდრე ხუჯაძეს, ავთანდილ ცინცაძეს და თარაშ შურღაიას 5000 ლარიანი გირაო შეუფარდა