11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, თებერვალი 18, 2026
banner

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი მოულოდნელად დღეს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი, მოულოდნელად დღეს ჩაინიშნა. არადა, გეგმის მიხედვით, “ქართულ ოცნების” ექს პრემიერი საქმის განხილვა 12 თებერვალს იყო დაგეგმილი.

დღეს ჩანიშნული სხდომის დაწყების დრო ამ ეტაპზე უცნობია.

ფაქტს “პირველებს” სასამართლოს კანცელარია უდასტურებს, ვიცით მოსამართლე რომ ეკა ბარბაქაძე იქნება, მაგრამ სხვა ყველა დეტალი გასაიდუმლოებულია.

რა ხდება?  – ღარიბაშვილი საქმის განხილვა გადმოწიეს, თუ ახალი საქმე შევიდა სასამართლოში ექს პრემიერის წინააღმდეგ, ამის გარკვევას “პირველები” დილიდან ცდილობს, თუმცა მისი ადვოკატები ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

“პირველების” ჟურნალისტებს არ უპასუხეს არც ექსპრემიერის ოჯახის წევრებმა.

ცნობისთვის, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 1-მილიონიანი გირაო 24 ოქტომბერს შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ეკა ბარბაქაძემ მიიღო. მას პასპორტი ჩამოერთვა და ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა აეკრძალა.

ცნობილია, რომ ღარიბაშვილმა მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ერთი მილიონი ლარის გირაოს თანხა ქონებით უზრუნველყო.

უზრუნველყოფა მოხდა მოსეშვილის #10-ში მდებარე ირაკლი ღარიბაშვილის ქონებით, რომელიც მას თავის დროზე ბიძინა ივანიშვილმა აჩუქა.

ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა, რაც უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

დანაშაული 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაში“ევროკავშირს, შესაძლოა, 100 000-კაციანი არმია დასჭირდეს” – ევროკომისარი კუბილიუსი
შემდეგი სტატიათავისუფლება მზია ამაღლობელს! – პოლონეთის საელჩო 24 ქვეყნის პოზიციას უერთდება