33.9 C
Tbilisi
შაბათი, აგვისტო 8, 2026
banner

თბილისის საქალაქო სასამართლოში გრიგოლ ლილუაშვილის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებულ, სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის სასამართლო პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარის 1 მოწმე ჰყავს წარმოდგენილი.

ცნობისთვის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მისული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი 23 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშილანა გალდავა: “ოცნება” ყოველთვის იცლის, რომ განსხვავებული აზრი ჩაახშოს
შემდეგი სტატიამარნეული-თბილისის გზაზე მსუბუქი ავტომობილი სატვირთო მიკროავტობუსს შეეჯახა