თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ვაშაძემ, რომლის პროცესიც მიმდინარეობს, განაცხადა რომ “ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც დგამენ და ჰგონიათ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებს”:

„შოუ გრძელდება, წულუკიანი სხდომაზე არ მოდის, სამაგიეროდ, მეორე რაუნდზე იბარებს ყველას. მას ვეკითხები – რატომ გეშინია სასამართლოში მოსვლის? მოდი სასამართლო სხდომაზე და გვითხარი რას გვედავები? რატომ ვერ ბედავ აქ, ამ შენობაში შემოსვლას და რატომ იყენებ პროკურატურასა და სასამართლოს შენი ინტერესების დასაცავად? დღეს იქნება გადაწყვეტილება თუ როდის იქნება, ეგ ჩვენზე არაა დამოკიდებული, ეგ არის დამოკიდებული პოლიტიკურ რეჟიმზე. ფაქტია, რომ როცა ოპონენტებს მხოლოდ ციხით ემუქრები, ნიშნავს, რომ სუსტი ხარ, არ გაქვს იმედი, რომ თავისუფალ კონკურენციაში ძალაუფლებას შეინარჩუნებ.

მე არ ვიცი რა უნდათ, რას მეკითხებიან, იმას თუ რატომ ავაშენეთ იუსტიციის სახლი? თუ ბიომეტრიული პასპორტები რატომ გავეცით? ან ID ბარათები რატომ გავეცით? მოვიდეს, დასვას ეს კითხვები, მე ამ მიმართულებაზე ვმუშაობდი. ჩვენ ხომ ვიცით, რომ აქ შინაარსი არაფერში არ არის, ეს არის პოლიტიკური შოუ, რომელსაც დგამენ და ჰგონიათ, რომ ვინმეს ნერვები უმტყუნებთ. ჩვენ ძალიან ძლიერი ნერვები გვაქვს, ნერვები მათ უმტყუნებს და საბოლოოდ, ისინი დამარცხდებიან. საზოგადოება ხედავს, რომ საკუთარი თავიც კი კლოუნად აქციეს. თეა წულუკიანიც კლოუნია, კომისიის ყველა წევრიც კლოუნია და „ქართული ოცნების“ ლიდერებიც კლოუნები არიან“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

banner
წინა სტატიაშიბირთვულ საფრთხეს არა ჰიპოთეტური, არამედ პრაქტიკული განზომილება აქვს – ზახაროვა
შემდეგი სტატიაკონფლიქტი ოჯახის წევრთან – ხაშურში 60 წლამდე კაცი მოკლეს