თბილისის საქალაქო სასამართლოში დაკითხვების სერია დასრულდა

BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში აკადემიკოსი გიორგი ჩახუნაშვილის დაკითხვა დასრულდა.

საქმე ეხება სუს-ში BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟის შემდეგ დაწყებულ გამოძიებას, რომლის ფარგლებშიც ჩახუნაშვილი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხა.
ვინც ურჩია მაგათ, რომ ასეთი აჟიოტაჟი აეტეხათ იმ შრომაზე, რომლეიც არ იყო ბოლომდე შესწავლილი, ეს იყო შეგდებული პირდაპირ რაღაცა მომენტი.

პირდაპირ ვიტყვი, ჩვენ რომ ასეთი შრომა გაგვეკეთებინა საქართველოში, რომ მსოფლიოს ყურადღება მიგვექცია, მე ცოტა ჟიუტი კაცი ვარ, ვიტყოდი რომ კი მე ვიყავი, სამწუხაროდ არ ვიყავი. მსოფლიოარენაზე ანტი-სიმსივნური პრეპარატი რომ შეიქმნა, რომლის წილი ჩემია, ასე ვიტყოდი ამაზეც, მაგრამ არ მქონდა საშუალება. ამას ალალად ვლაპარაკობ თორემ უკან არ ვიხევ. შევისწავლი ვინმე გამაჩერებდა თუ რა,” – თქვა გიორგი ჩახუნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ BBC-ის გამოძიების მიხედვით, საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს აქციების დასაშლელად წყლის ჭავლებში პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება – „კამიტე“ გამოიყენეს.

მდინარაძის უწყებამ BBC-ის მიერ საჯარო სივრცეში დანაშაულის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

განცხადების თანახმად, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და 319-ე მუხლით, რაც უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

BBC-სთან ინტერვიუს გამო სუსმა დაიბარა ის ხალხი, ვინც საგამოძიებო ფილმში ბრიტანულ გამოძიებას ინტერვიუს აძლევს.

banner
წინა სტატიაშიBBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე ევროპარლამენტარები დამოუკიდებელ გამოძიებას ითხოვენ
შემდეგი სტატიაზუგდიდში სკოლის მოსწავლეებმა თანასკოლელს ტანსაცმლის გახდა აიძულეს და გაუპატიურებით დაემუქრნენ