თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ ვასილ მშვენიერაძე გახდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი 2017-2020 წლებში მშვენიერაძის თანამდებობებვის ცვლილებაზე წერს:

“2017 წელს ის მოსამართლეებმა 4 წლით იუსტიციის საბჭოს წევრად აირჩიეს;

2017 წელს გახდა უვადო მოსამართლე

მოგვიანებით დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ 5 წლის ვადით, მაგრამ თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა

შემდგომ ის იუსტიციის საბჭომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარედ აირჩია, 5 წლის ვადით და ეს თანამდებობაც დატოვა

აგვისტოში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდა 5 წლის ვადით და ეს პოსტიც დატოვა ვადაზე ადრე

ახლა ისევ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ დაინიშნა 5 წლის ვადით”.

banner
წინა სტატიაში“თუ ქართულ ოცნებას აქვს რაიმე წინადადება, არის ამის ფორმატი და იქ უნდა გააჟღეროს ეს”
შემდეგი სტატიაკობახიძე ოპოზიციაზე: ეშინიათ, რადგან რეალურად იციან, რომ არჩევნები არ გაყალბებულა