თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინის საქმეზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. მოსამართლემ ის სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 4 000 ლარის ოდენობის ჯარიმა დააკისრა.
ამავე სხდომაზე სასამართლომ დავით კვეშელავა-კვაჭაძის საქმეც განიხილა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ისიც სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 4 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.















