თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა

თბილისის საქალაქო სასამართლომ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ და ISFED-ის სარჩელი ცესკო-ს დადგენილების ნაწილობრივ გაუქმებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მოსარჩელე მხარე ითხოვდა ცესკო-ს იმ დადგენილების გაუქმებას, რომლის თანახმადაც, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის გარკვეული შეზღუდვები დაწესდა.

ახალი დადგენილებით დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ.

შეგახსენებთ, ცესკო-ს დადგენილებით, არჩევნების დღეს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის რიგი შეზღუდვები დაწესდა, მათ შორის, სიახლეა ის, რომ დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვეღარ შეძლებენ. „ლელოს“ მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელს ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე

banner
წინა სტატიაშიდაკავების დროს, მანქანაში მის მიმართ იყო ჰომოფობიური რეპლიკები იქიდან გამომდინარე, რომ მას საყურე ეკეთა
შემდეგი სტატია“პოლიციის მიერ მოქალაქეების უკანონო ჩხრეკა და დაკავება ბოლო პერიოდში განსაკუთრებით გახშირდა”- SJC-ი საბა სორდიაზე