14.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელის სამოქალაქო დავის განხილვა შეწყვიტა.

მზია ამაღლობელი სასამართლოში “ქართული ოცნების” თავმჯდომარისა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძეს უჩიოდა, საჯარო განცხადების დროს, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევისა და პატივისა და ღირსების შელახვის გამო.

მზია ამაღლობელი სასამართლოსგან მოითხოვდა, რომ ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებული საჯარო განცხადებები, რომლებიც მზია ამაღლობელთან დაკავშირებით გააკეთა, ცილისმწამებლურად შეფასებულიყო.

პროცესს ესწრებოდა მზია ამაღლობელი, თუმცა მოპასუხე მხარე- ირაკლი კობახიძე პროცესს არ დასწრებია, არც მისი წარმომადგენელი.

banner
წინა სტატიაშიპენიტენციური დაწესებულება განმარტავს, რატომ მოიხდის მსჯავრდებული პოეტი ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში
შემდეგი სტატიათამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილზე: ბრიტანეთის ელჩს ვუთხარით, რომ ,,ალიანსი” არ არის მხოლოდ რეჟიმის წინააღმდეგ და ეს არის ოპოზიციის დემოკრატიული გადატვირთვის პროექტი