თბილისის საკრებულოსთან დაკავებული ენმ-ს წევრების პროცესი დღეს გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში „ნაციონალური მოძრაობის“ აქციაზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესი გაიმართება. დაკავებულებს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ. შსს-ს ინფორმაციით, სულ 8 ადამიანია დაკავებული. თუმცა ნაციონალური მოძრაობის განცხადებით დაკავებულთა რაოდენობა 12 მდეა. საკრებულოს შენობასთან გუშინ სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეები ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თბილისის ცენტრში მდებარე ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებდნენ. თაბორის მთასა და პუშკინის სკვერში დაგეგმილ სადავო პროექტებს მოგვიანებით საკრებულოს უმრავლესობამ მხარი მაინც დაუჭირა.

banner
წინა სტატიაშიდღეს წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება – განსახილველი საკითხები უცნობია
შემდეგი სტატიანუცუბიძეზე, გარე განათების ბოძი ავტომანქანას დაეცა